ნამუშევარი შეიქმნა თანამედროვე საცხოვრებელი სახლისთვის, რომლის შთაგონების წყარო იმერული ოდის ტრადიციული არქიტექტურა იყო. კომპოზიცია ასახავს ბარაქას, მემკვიდრეობასა და უწყვეტობას. ძველი ქართული სუფრის ელემენტები სტუმართმოყვარეობის, კეთილდღეობისა და შრომის ნაყოფის სიმბოლოებად გვევლინება და წარსულსა და თანამედროვეობას შორის კავშირს ქმნის.